კორცხელის ინციდენტი

სოფელ კორცხელის ინციდენტში მონაწილე "საარჩევნო ტურისტები"

22 მაისს სოფელ კორცხელში მიმდინარე შუალედური არჩევნებისას მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალაზე დაყრდნობით, ტაბულა ეცადა, გაერკვია, ვინ არიან ის პირები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ და პოლიტიკოსებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, სპორტსმენებისგან შემდგარი "ზონდერ-ჯგუფების" უშუალო შემქმნელი და დამფინანსებელი ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი კახა კალაძეა. პარტიისვე ცნობით, ამ ჯგუფებს ხელმძღვანელობს კალაძის ცოლისძმა, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი არეშიძე. როგორც პარტიაში განმარტავენ, არეშიძე ქირაობს იმ სპორტულ დარბაზს, სადაც იწვრთნებიან ისინი. მათივე ცნობით, "არეშიძის NGO-ს საფარქვეშ კეთდება ეს ზონდერ-ჯგუფი, წევრების რეკრუტირებას კი ახდენს გეგა გეგეშიძე, რომელიც შს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო".

გეგა გეგეშიძე

 

1. გეგა გეგეშიძის ძმა, ვლადიმერ გეგეშიძე სოფელ კორცხელის ინციდენტის მონაწილეა, ბერძნულ-რომაული სტილში მოჭიდავე - საქართველოს ნაკრების წევრი. 

 

2. სოფელ კორცხელის ინციდენტში აგრესიულობით გამოირჩეოდა კობა ტყეშელაშვილი, რომელიც, ენმ-ის ინფორმაციით, "ზონდერ-ჯგუფებს" ხელმძღვანელობს.

ენმ-ის ცნობით, კობა ტყეშელაშვილი ასევე ხელმძღვანელობდა "ზონდერ-ჯგუფს" 2016 წლის 28 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებშიც. ის იყო ერთ-ერთი ნიღბიანი პირი, რომელიც ამბობდა, რომ საარჩევნო უბანზე "ძმაკაცს მიაკითხა“ და სამედიცინო ნიღბის კეთებას გაციებით ხსნიდა.

 კობა ტყეშელაშვილი იანვარში გარდაბანში.


ნიღბიანი პირები გარდაბნის არჩევნებზე, 28 იანვარი, 2016.

 

კობა ტყეშელაშვილი 2012 წელს საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული.

 

3. კორცხელის ინციდენტში ასევე მონაწილეობდა გეგა და ვლადიმერ გეგეშიძეების ბიძაშვილი გიორგი (ჯიჯა) გიგაური. ის იანვარში, გარდაბანში მიმდინარე არჩევნებსაც ესწრებოდა, ასევე მონაწილეობდა 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში.

გიორგი (ჯიჯა) გიგაური, ვიდეომასალის მიხედვით, პირველი იყო, ვინც კორცხელის ინციდენტისას ნაციონალური მოძრაობის წევრ ნიკა მელიას დაარტყა.

 

4. ნოშრევან წურწუმია კარატეს ეროვნული ფედერაციის მწვრთნელია. როგორც ფოტოზე ხედავთ, ის ენმ-ის საერთაშორისო მდივან გიგა ბოკერიას არტყამს ხელს.

 

5. სოფელ კორცხელის ინციდენტში მონაწილე გრიგორ (გიგა) ტყემალაძე და ნოშრევან წურწუმია. 

მარცხნივ - გრიგორ (გიგა) ტყემალაძე, მარჯვნივ - ნოშრევან წურწუმია.

 

6. ლაშა დვალიშვილი - შეიარაღებული ძალების პირველი კლასის რიგითი. ინციდენტის დღეს მათმა ნაწილმა ერთობლივი ფოტოც გადაიღო.

7. ერთობლივ ფოტოში ყველაზე უკან მდგომი პირი ამირან ჯორბენაძეა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის თანამშრომელია და კორცხელის ინციდენტისას სახეს მალავდა.

8. გიორგი იანტბელიძე - კადეტ მოჭიდავეთა ნაკრების მოქმედი მწვრთნელი

 

9. გიო უბილავა - მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ დავით ხორავა, გია ყურუა, ნიკა ჭკადუა, ნიკა ნანობაშვილი(ა/ო პროგრესული საქართველოს წევრი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ აწყობდა აქციებს), ვახტანგ წურწუმია, ლევან დემურია - დაცვის სამსახურის, ალგანის თანამშრომელი.

კომენტარები