სირიაში ISIS-მა ავიაბაზა T4-ის ვერტმფრენები გაანადგურა

Stratfor

ამერიკული ანალიტიკური კომპანია Stratfor-ის ინფორმაციით, სირიაში არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხედრო ავიაბაზა T4, რომელსაც რუსული ავიაცია იყენებს, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების შედეგად, მნიშვნელოვნად დაზიანდა. განადგურებულია 4 ვერტმფრენი და 20 ტრაილერი. რუსული მედიის ცნობით, ამ ვერტმფრენებს როგორც რუსი, ასევე სირიელი სამხედროებიც იყენებდნენ.

სატელიტურ სურათში, რომელიც BBC-ს Stratfor-მა გადასცა, ავიაბაზის ტერიტორიაზე არსებული შენობების ნანგრევები და დამწვარი ობიექტები ჩანს. Stratfor-ის ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ავიაბაზაზე რამდენიმე დარტყმა მიიტანა.

ოფიციალურ მოსკოვს ამ ინციდენტზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

კომენტარები