ჰომოფობია

დაკავებულია სავარაუდოდ ჰომოფობიური მოტივით ორი მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდაცველებმა 1998 წელს დაბადებული სერგო პ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ სერგო პ.-მ მიმდინარე წლის 21 მაისს თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1992 წელს დაბადებულ გიორგი ტ.-ს და 2000 წელს დაბადებულ ნუგზარ კ.-ს ხელისა და ფეხის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამინისტრო აღნიშნავს, რომ "დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს".

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). თუმცა, დაზარალებულების მტკიცებით, ისინი ჰომოფობიურ ნიადაგზე დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტაბულასთან საუბარში განმარტა, რომ ჰომოფობიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულს ვერ დაადასტურებს, რადგან დაჭრის მოტივი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

კომენტარები