კორცხელის ინციდენტი

კორცხელის ინციდენტში მონაწილე არცერთი პირი შსს-ს არ დაუკავებია

რუსთავი 2

სოფელ კორცხელის ინციდენტში მონაწილე ყველა პირმა, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფორმაციის გადასაცემად" თავად მივიდნენ, უწყება გვიან ღამით დატოვეს. საგამოძიებო უწყებას არცერთი მათგანი არ დაუკავებია. 

"თვითონ გვაცემინეს თავი. ჩვენ ვაჟკაცები ვართ და როდესაც შეგვაგინებენ, ყოველთვის პასუხს გავცემთ",- აღნიშა ერთ-ერთმა სპორტსმენმა, გიგა ტყემალაძემ.

სპორტსმენების ადვოკატის ზურაბ ბელთაძის ინფორმაციით, საქმე არ გადაკვალიფიცირებულა და გამოძიება კვლავ ცემის მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ, დიდი ალბათობით, საქმეს კვალიფიკაცია შეეცვლება. ასევე, მისი თქმით, უახლოეს დღეებში შსს სასამართლოს იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინებისთვის მიმართავს.

კომენტარები