საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება

წმინდა სინოდი
wikipedia.org

საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

ძირითადი განსახილველი საკითხი საბერძნეთში, კრეტაზე გასამართი მართლმადიდებელთა მსოფლიო კრებისთვის მზადება იქნება.

"მოგეხსენებათ, მართლმადიდებლური სამყარო ემზადება ივნისში წმიდა და დიდი კრების ჩასატარებლად. ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან, თავიანთ ადგილობრივ კრებას ატარებენ. დღევანდელ დღეს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში სწორედ ეს პროცესია - წმიდა სინოდი შეიკრიბა იმისთვის, რომ ამ წმიდა და დიდ კრებაზე მისაღები დოკუმენტები განიხილოს, თავისი შენიშვნები გამოთქვას ან დაადასტუროს, რომ საბუთები კარგია, მისაღებია და ხელი მოეწერება კრებაზე. ამ დასკვნას სინოდის სხდომის შემდეგ თავად წმიდა სინოდის წევრები გააგცნობენ" - თქვა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა სხდომის დაწყების წინ.

სხდომის ოქმი დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება.

კომენტარები