26 მაისი

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში, დედაქალაქში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა.

შსს-ს ცნობით, 25 მაისს 00:30 საათიდან დაიკეტა თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანი. მოძრაობა ასევე შეიზღუდა რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე, კერძოდ ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე.

შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანები მოძრაობენ შემოვლითი გზით - თაბუკაშვილისა და ჭონქაძის ქუჩებზე.

ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.

კომენტარები