ნადეჟდა სავჩენკოს საქმე

Interfax: უახლოეს საათებში ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინულ მხარეს გადასცემენ

ნადეჟდა სავჩენკო
Reuters

INTERFAX.RU-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თვითმფრინავი როსტოვის აეროპორტში მიფრინავს, სადაც უახლოეს საათებში ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინულ მხარეს გადასცემენ.

სააგენტოს წყაროსვე ცნობით, ნადეჟდა სავჩენკოს რუსული მხარე გადაცვლის ორ რუს სამხედროში - ევგენი ეროფეევსა და ალექსანდრ ალექსანდროვში, რომლებიც უკრაინაში იხდიან სასჯელს.

"უახლოეს დროში პრეზიდენტის თვითმფრინავი, რომელზეც ევგენი ეროფეევი და ალექსანდრ ალექსანდროვი იმყოფებიან, ჩამოფრინდება კიევიდან როსტოვში, სადაც უკვე იმყოფება უკრაინელი ნადეჟდა სავჩენკო", - უთხრა INTERFAX-ს წყარომ.

როგორც სავჩენკოს ადვოკატი ამბობს, ის ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. სავჩენკოს უკრაინული მხარისთვის გადაცემა სააგენტოს არ დაუდასტურეს კრემლშიც.

კომენტარები