კორცხელის ინციდენტი

ენმ-მ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა

გოკა გაბაშვილი
მეორე არხი

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტს კორცხელის ინციდენტის გამო ბოიკოტი გამოუცხადა. პარტიის ლიდერის, გოკა გაბაშვილის თქმით, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან, ისინი საკანონმდებლო ორგანოში არ მივლენ.

"სურათი ცხადია და პარლამენტში ჩვენი აქ ყოფნით ნამდვილად არ ვაპირებთ, სანამ მოძალადეები - ძალადობის ორგანიზატორები, ჩამდენები და დამკვეთები არ დაისჯებიან, შეგიქმნათ ილუზია, რომ რამენაირად ნორმალურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობთ. სადაც არსებობს პარლამენტი, რომელიც რაღაცას წყვეტს, სადაც არსებობს უმრავლესობა და უმცირესობა, სადაც არსებობს რაიმე ინსტიტუტები. იმიტომ, რომ ინსტიტუტები არ არსებობს, ყველაფერი არის ერთი ადამიანის ნებაზე. იმ ადამიანს, როცა უნდა, ვისაც უნდა გაუსწორდება შუა ქუჩაში არჩევნების დღეს. ამ რეალობაში ცხოვრობთ დღეს თქვენ და ამ რეალობას თუ ვერ მიხვდებით, ნამდვილად მიგახვედრებთ ხალხი 8 ოქტომბერს ზუსტად იმ შედეგით, რომელიც სამეგრელოსა და გურიაში დადგა.

ამიტომ ჩვენ დავტოვებთ სხდომის დარბაზს, გავალთ ბოიკოტზე და დაველოდებით, ბოლომდე უტიფრად გექნებათ თუ არა პოზიცია, რომ ეს ჯალათები არიან თქვენი პარტიის მხარდამჭერები და ახალი სახეები", - თქვა გოკა გაბაშვილმა.

კომენტარები