აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ტრამპმა ვაშინგტონის შტატში გაიმარჯვა, რასაც ნიუ მექსიკოში აქცია მოჰყვა

Businessinsider

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონის შტატის პრაიმერიში გაიმარჯვა. ტრამპმა ხმების 76 % მოიპოვა, უკვე გამოთიშულმა კანდიდატმა ტედ კრუზმა კი, 10%.

ტრამპის გამარჯვებას ნიუ მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკეში საპროტესტო აქციით შეხვდნენ. დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს ქვები, ცეცხლმოკიდებული მაისურები და პლასტმასის ბოთლები დაუშინეს და იქვე მდგომი შენობების შუშებიც ჩაამსხვრიეს. დემონსტრანტებს ტრამპის საწინააღმდეგო ბანერები ეკავათ, წარწერით: ტრამპი ფაშისტია! აქციაზე ჩანდა მექსიკის დროშებიც.

სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენებისა და იარაღის სროლის ხმებზე, თუმცა პოლიცია ამ ცნობებს არ ადასტურებს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები