ნარკოდანაშაული

თეთრი ხმაურის მოძრაობა: ბახუტაშვილის დაკავებაში დახმარება მის ახლობელს აიძულეს

თეთრი ხმაურის მოძრაობის ცნობით, პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ლაშა ბახუტაშვილის თანამონაწილეობა მისი ოჯახის ახლობელს, ბესო ხუციშვილს აიძულა. მოძრაობამ გაასაჯაროვა ვიდეო, სადაც ბესო ხუციშვილი ღიად მიუთითებს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლების უკანონო ქმედებებზე. მისი მტკიცებით, სამართალდამცავები შანტაჟის გზით აიძულებდნენ ბრალდებულისთვის ნარკოტიკული ნივთიერების გადაცემას. თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრები ხელისუფლებას დაუყონებლივ რეაგირებისა და სისტემური ხასიათის გარდაქმნებისკენ მოუწოდებენ.

გავრცელებულ ვიდეოში ხუციშვილი ყვება, რომ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლები მას ოჯახის წევრების დაჭერით ემუქრებოდნენ და ერთი თვის განმავლობაში ბახუტაშვილისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემას მოითხოვდნენ. ბახუტაშვილის ადვოკატმა უკვე მიმართა პროკურატურას მოთხოვნით, დადგეს კონკრეტული პოლიციის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი.

თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრების თქმით, 2016 წლის 23 მაისს ბახუტაშვილის საქმეზე დეტალების გასაჯაროების მიზნით მოძრაობას ბესო ხუციშვილი თავად დაუკავშირდა და ვიდეოინტერვიუს ჩაწერის სურვილი გამოთქვა.

ლაშა ბახუტაშვილი სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის 2013 წელს დააკავეს. ბახუტაშვილს 0,9 მეასიათასედი მილიგრამი ნარკოტიკული ნივთიერება დეზომორფინი აღმოაჩნდა.

კომენტარები