საბი ბერიანის მკვლელობა

საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც, ლევან კოჭლაშვილი ბერიანის მკვლელობაში უდანაშაულოდ ცნეს, ხოლო დამანაშავედ მიიჩნიეს ხანძრის გაჩენასა და კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალის, ბიანკა შიგუროვას ცემაში.

ბიანკა შიგუროვას თქმით, ბერიანის მკვლელობამდე კოჭლაშვილი მას თავს დაესხა. 

აღსანიშნავია, რომ ბიანკა შიგუროვა მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ოფიციალური ინფორმაციით, ინტოქსიკაციით გარდაცვლილი იპოვეს.

საბი ბერიანი 2014 წლის 11 ნოემბერს სახლში მოკლეს. მას ყელი გამოჭრეს, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ოფიციალური ვერსიით, მკვლელობა კოჭლაშვილსა და ბერიანს შორის შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

კომენტარები