ფიზიკა

მეცნიერებმა შესაძლოა, ბუნების მეხუთე ძალა - ბნელი ფოტონები აღმოაჩინეს

0 კომენტარი
ფოტო: bibliotecapleyades.net

უნგრელმა მკვლევრებმა შესაძლოა, ბუნების მეხუთე ძალა, ჰიპოთეტური ელემენტარული ნაწილაკები - ბნელი ფოტონები აღმოაჩინეს. ბნელი ფოტონების არსებობა მეცნიერებს ბნელი მატერიის შესწავლის პროცესს გაუმარტივებს, რადგანაც სამყაროს არსებული მათემატიკური მოდელი, რომელშიც ოთხი ძირითადი ძალა შედის, დღემდე შეიცავს ცარიელ ადგილებს, რისი შევსებაც სავარაუდოდ ბნელ ფოტონებს შეუძლიათ.

დღეისთვის ფიზიკაში ოთხი ძირითადი ბუნების ძალა არსებობს, ესენია: გრავიტაციული ძალა, ელექტრომაგნიტური ძალა, ძლიერი ბირთვული ძალა და სუსტი ბირთვული ძალა. თუმცა ეს ძალები სრულ სურათს ვერ იძლევიან, ამიტომაც მეცნიერები უკვე დიდი ხანია მეხუთე ძალას ეძებენ. 

უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული კვლევის ინსტიტუტის მკვლევრები ბნელი ფოტონების არსებობის დამადასტურებელ საბუთებს ეძებდნენ. ექსპერიმენტის დროს ისინი ლითიუმის იზოტოპს დამუხტულ ნაწილაკებს - პროტონებს ესროდნენ, შედეგად კი მოსალოდნელზე მეტი სუბატომური ნაწილაკი მიიღეს, რაც მათ იმის თქმის საშუალებას აძლევთ, რომ პროცესის შედეგად მიღებული პროდუქტების ნახევარდაშლის პერიოდში მიღებული ანომალია მიანიშნებს, რომ პროცესის დროს სხვა, აქამდე შეუსწავლელი ძალაც მონაწილეობდა. 

სავარაუდო აღმოჩენამ შესაძლოა, ბირთვული ფიზიკის მიერ შექმნილ სამყაროს მათემატიკურ მოდელში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს და მეცნიერებს ბნელის მატერიის შესახებ არსებულ კითხვებზე შედარებით უფრო ზუსტი პასუხების მოძიებაში დაეხმაროს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები