აშშ-იაპონია

ობამა ჰიროშიმაში: ეს ქალაქი არასდროს უნდა დავივიწყოთ

Reuters

ბარაკ ობამა აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, ვინც ჰიროშიმას ეწვია. მისი თქმით, 1945 წლის 6 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნა კაცობრიობამ არასდროს უნდა დაივიწყოს. თუმცა, როგორც წინასწარვე იყო ცნობილი, ობამამ ამერიკის მხრიდან განხორციელებულ ატომურ თავდასხმაზე ბოდიში არ მოიხადა.

იაპონიის პრემიერმინისტრ შინზო აბესთან ერთად ობამა ჰიროშიმას ტრაგედიის გადარჩენილებსაც შეხვდა და მსოფლიო ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, შექმნან "მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე".

ჰიროშიმაში 1945 წელს ატომური დაბომბვის შედეგად 140 000 ადამიანი დაიღუპა. ორ დღეში კი ბირთვული იარაღი ნაგასაკიშიც გამოიყენეს, რასაც 74 000 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები