არისტოტელეს სამარხი

ბერძენმა არქეოლოგებმა, სავარაუდოდ, არისტოტელეს საფლავი აღმოაჩინეს

Wikimedia Commons

ბერძენი არქეოლოგების ინფორმაციით, მათ გათხრების დროს ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს საფლავი აღმოაჩინეს.

არქეოლოგ კონსტანტინოს სისმანიდისის თქმით, არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ გათხრების შედეგად აღმოჩენილი საფლავი ნამდვილად ბერძენ ფილოსოფოსს ეკუთვნის. მისი განმარტებით, არისტოტელეს საფლავი ქალაქ სტაგირში მდებარეობს, იქ, სადაც ფილოსოფოსი დაიბადა. მისივე განცხადებით, ნაპოვნია საკურთხეველიც, რომელიც ანტიკურ ტექსტებშია ნახსენები. სამარხის კონსტრუქციის აშენების თარიღიც, სავარაუდოდ, არისტოტელეს გარდაცვალების შემდგომი ელინისტური პერიოდის დასაწყისია. სისმანიდისის მოსაზრებით, არსებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ აღმოჩენილი სამარხი, არისტოტელეს სამარხის სტრუქტურას უნდა მიეკუთვნებოდეს.

ნამდვილად ეკუთვნის თუ არა აღმოჩენილი სამარხი არისტოტელეს, ჯერჯერობით არ დასტურდება.

არისტოტელე, პლატონთან და სოკრატესთან (პლატონის მასწავლებელთან) ერთად, თანამედროვე ფილოსოფიის დასავლური სკოლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამფუძნებლად ითვლება.

კომენტარები