ლარის გაუფასურება

ბალვანერა: სწორი პოლიტიკით და ჩვენი დახმარებით წელს დოლარიზაცია შემცირდება

EBRD

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დღეს ლარში ნომინირებული $50 მილიონი დოლარის ექვივალენტი თანხის ოდენობის ბონდები გამოუშვა, რომელსაც EBRD საქართველოს ბანკს მიაწვდის, საქართველოს ბანკი კი მას ლარში ნომინირებული გრძელვადიანი სესხების სახით მცირე ბიზნესზე გასცემს. EBRD -ის წარმომადგენელი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა ამბობს, რომ ლარში ნომინირებული ბონდების გამოშვებითა და ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკით წლის ბოლომდე დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირება გახდება შესაძლებელი. 

"ლარის არის ვალუტა, რომელიც ევოლუცია გადის, ვითარდება. ყველამ დავინახეთ, რომ ლარი გასულ წელს ზეწოლის ქვეშ იყო და უფასურდებოდა, ამავდროულად ამ პერიოდში დოლარი ვალუტების უმრავლესობასთან მიმართებით მყარდებოდა. ახლა ვხედავთ, რომ ტრენდი შეიცვალა და ლარი მყარდება. შეიძლება ითქვას, რომ ლარმა გაუფასურებამდელი კურსის ნახევარი უკვე დაიბრუნა, უფრო სწორედ გაუფასურების თითქმის ნახევარი უკვე მოხსნილია. ასევე დავინახეთ, რომ ეროვნულმა ბანკმა შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი. ყველა ეს ფაქტორი და ასევე ის ფინანსური დახმარება, რასაც ჩვენ ვთავაზობთ საქართველსო ეკონომიკას, საუბარია ლარში ნომინირებულ ბონდებზე საქართველოს ეკონომიკას დაეხმარება დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირებაში." - ამბობს ბრუნო ბალვანერა.

EBRD-ის მიერ მაისში გამოშვებულ ანგარიშში წერია, რომ ბანკი საქართველოში სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტის 66%-მდე შემცირებას ელოდება.

"მოსალოდნელია, რომ სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი დღეისთვის არსებული 68%-დან 66%-მდე შემცირდეს. ველოდებით, რომ მიმდინარე საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი შემცირდება, რაც ეროვნულ ვალუტაზე არსებულ ზეწოლას შეამცირებს. 2017 წელს ამავე პროცესების გაგრძელებას ველოდებით და საქართველოსთვის 3.9%-იან ზრდას ვპროგნოზირებთ, რასაც ხელი ევროპასთან თავსიუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ უნდა შეუწყოს." - წერია EBRD-ის ანგარიშში.

კომენტარები