თურქეთი

თურქეთის ახალი პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმია

ბინალი ილდირიმი
როიტერსი

თურქეთის პარლამენტმა ახალ პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმსა და მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა.

ილდირიმი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან დაახლოებული პირია, ის მმართველი AK პარტიის თანადამფუძნებელია. ის პრემიერმინისტრად მას შემდეგ აირჩიეს, რაც ყილობაზე პარტიის ახალ ლიდერად დასახელდა.

ილდირიმმა აჰმეთ დავუთოღლუ ჩაანაცვლა. ყოფილი პრემიერმინისტრის თქმით, მას პრეზიდენტთან ბოლო კვირების მანძილზე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და სწორედ ეს გახდა გადადგომის მიზეზი.

კომენტარები