მე და საზოგადოება

"მე და საზოგადოება" ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმებში შევიდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმები დაამტკიცა. დამტკიცებულ გეგმებში, რომელიც 2017-2023 წლებისთვის არის გათვლილი, მოხვდა საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლების საგნები - "მე და საზოგადოება" (მე-3, მე-4 კლასები) და "ჩვენი საქართველო" (მე-5, მე-6 კლასები).

განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმების პრეზენტაცია ახლო მომავალში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში საგან "მე და საზოგადოების" დანერგვის საკითხი აქტიური განხილვის თემა იყო. საგნის შინაარსსა და მიზნებს აკრიტიკებდა საქართველოს საპატრიარქო. ასევე, საგნის სკოლებში შეტანას წინააღმდეგობას უწევდა დემოგრაფიული განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძე.

კომენტარები