ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი

$5 თუ $6 მილიარდი - ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის ზომას არასწორად ასახელებს

George Nebieridze / BuzzFeed

ბიძინა ივანიშვილი დღეს გამოქვეყნებულ წერილში მისი ინიციატივით დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდზე საუბრობს, თუმცა ის საკუთარი ფონდის კაპიტალის დასახელების დროს შეცდომას უშვებს.

"ჩემი ინიციატივით დაფუძნდა თანაინვესტირების ფონდი, რომელმაც გაცხადებული 5 მილიარდი დოლარის დიდი ნაწილი უკვე აითვისა, რითაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და ბევრ ინვესტორს გაუხდა პარტნიორად ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში - დაწყებული სოფლის მეურნეობიდან, დამთავრებული ჰესების მშენებლობით."- წერია წერილში.

თუმცა თავად თანაინვესტირების ფონდი მის კაპიტალთან დაკავშირებით ივანიშვილსგან განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს. თანაინვესტირების ფონდის საიტის მიხედვით, მათი კაპიტალის მოცულობა არა $5, არამედ $6 მილიარდია. 

თანაინვესტირების ფონდი ივანიშვილმა 2013 წელს კაიმანის კუნძულებზე ოფშორულ ზონაში დააფუძნა. ფონდში ივანიშვილის თანამონაწილეობა $1 მილიარდს შეადგენს, ფონდის დანარჩენი მეწილეების კაპიტალის მოცულობა კი უცნობია, თუმცა ცნობილია რომ ფონდში საერთო ჯამში $6 მილიარდია აკუმულირებული.

კომენტარები