პოლიციელის პროფესიული დღე

დღეს და 2 ივნისს შსს-სთან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

RFE/RL

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისში, დღეს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ ნოე რამიშვილის ქუჩაზე, ასევე კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ "სამგორამდე“, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.

შსს-ს ცნობით, გზის გადაკეტვის დროს ავტომანქანები იმოძრავებენ ალტერნატიული მარშრუტით - კახეთის გზატკეცილიდან ქალაქის ცენტრისკენ ჯავახეთის ქუჩით, მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით.

"2 ივნისს, ღონისძიების დღეს, დილის 09:00 საათიდან ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება ნოე რამიშვილის ქუჩაზე, ასევე კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ "სამგორამდე“. 10:00 საათიდან კი - ჯორჯ ბუშის ქუჩის დასაწყისიდან, კახეთის გზატკეცილზე ე.წ. ჯავახეთის ხიდებამდე.

ავტომანქანები აღნიშნულ მონაკვეთზე თბილისის ცენტრიდან აეროპორტისკენ იმოძრავებენ ქეთევან დედოფლისა და მოსკოვის გამზირების გავლით, ჯავახეთის ქუჩით, კახეთის გზატკეცილის მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.

ავტომანქანების მოძრაობა 2 ივნისს ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.

კომენტარები