სირიის კონფლიქტი

სირიაში რუსულ ავიაიერიშებს მინიმუმ 23 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

ბრიტანეთში მდებარე სირიული ობსერვატორიის "ადამიანთა უფლებებისთვის" ინფორმაციით, რუსული ავიაციის მიერ სირიის ქალაქ იდლიბზე თავდასხმას მინიმუმ 23 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის შვიდი მცირეწლოვანია.

ორგანიზაციის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ეს თავდასხმა ყველაზე ძლიერი ავიაიერიში იყო.

ქალაქი იდლიბი სირიელი მეამბოხეებისა და ალ-ქაიდას ერთ-ერთი ფრთის ალ-ნუსრას დასაყრდენი ქალაქია.

რუსეთი სირიაში ავიათავდასხმებს სექტემბრის შემდეგ ახორციელებს. მათი თქმით, სამიზნე ე.წ. ისლამური სახელმწიფოა.

კომენტარები