სროლა კალიფორნიაში

კალიფორნიის უნივერსიტეტში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ABC

ლოს ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ვარაუდით, თავდამსხმელმა ჯერ პირი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ისინი ჯერჯერობით არ არიან იდენტიფიცირებული. ორივე უნივერსიტეტის საინჟინრო შენობაში იპოვეს.

უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერებულია და ხვალ განახლდება.

კალიფორნიის უნივერსიტეტში 43 000 სტუდენტი სწავლობს.

კომენტარები