სტიქია პაკისტანში

პაკისტანში შტორმს მინიმუმ 20 ადამიანი ემსხვერპლა

Dawn

პაკისტანში, ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერი შტორმის შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა, 130-მდე კი დაშავდა.

სტიქიამ პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადსა და ახლოს მდებარე ქალაქებს გადაუარა. დაღუპულთა უმრავლესობა შენობების ჩამონგრევას ემსხვერპლა. სტიქიის გამო სამედიცინო დაწესებულებები საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ზარალის რაოდენობას ამ დრომდე ითვლიან.

შტორმი 25-30 წუთამდე გაგრძელდა. სტიქიის გამომწვევი მიზეზი ქარი იყო. მისმა სიჩქარემ 120-148 კმ/სთ-ს მიაღწია.

პაკისტანის ქალაქებში გადაიდო ფრენებიც.

კომენტარები