საზაფხულო ბაღები

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 15 ივნისს დაიწყება

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 2016 წლის 15 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge. უწყებისვე ინფორმაციით, საზაფხულო ბაღები იმუშავებს ერთი თვის განმავლობაში - ივლისში.

"საზაფხულო ბაღში რეგისტრაციის უფლება ექნება 2-დან 6-წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს, მათ შორის, მათაც, ვისაც უკვე შეუსრულდა 6 წელი და სექტემბრიდან სკოლაში მიდის. რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა მსურველისთვის, მათ შორის, აღნიშნული ბაღის აღსაზრდელებისთვისაც", - წერია განცხადებაში.

რეგისტრაცია 29 ივნისს, 24:00 საათზე შეწყდება.

საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი რაიონების მიხედვით:

გლდანი: №35, №48, №153, №186, №205, პირველი ლოგოპედიური;
დიდუბე: №15, №23, №92;
ვაკე: №1, №27, №75, №142;
ისანი: №17, №29, №26, №182, №215;
კრწანისი: №51, №206;
მთაწმინდა: №170, ტაბახმელა;
ნაძალადევი: №9 №25, №43, №60, №80;
საბურთალო №63, №171, №198, №212, იმედი (საბურთალო);
სამგორი №12, №45, №72, №128, №163, №28;
ჩუღურეთი №34, №5.

კომენტარები