FIFA-ს საქმე

გამოძიება - FIFA-ს ექსდირექტორებმა $80 მილიონის ოდენობით ბონუსები გამოიწერეს

0 კომენტარი
ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი აცხადებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას – ყატარს

FIFA-ს ყოფილი მაღალჩინოსნები ზეპ ბლატერი, ჟერომ ვალცკე და მარკუს კატნერი 5 წლის განმავლობაში საკუთარი თავისთვის ჯამში 80 მილიონი დოლარის ბონუსების გამოწერაში ამხილეს.

FIFA-ს ექსპრეზიდენტის, ყოფილი ვიცეპრეზიდენტისა და ყოფილი ფინანსური დირექტორის დარღვევების შესახებ დოკუმენტაცია შვეიცარიელმა სამართალდამცველებმა რეიდების დროს მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ კორუფციის ბრალდებით ფეხბურთს ბლატერი (6 თვით) და ვალცკე (12 წლით) ჯერ კიდევ თებერვალში ჩამოაშორეს.

ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები