მუჰამედ ალი

ამერიკელი მოკრივე მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მოკრივე მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო abcNEWS ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებს. ალის ბოლო 32 წელი პარკინსონის დაავადება აწუხებდა. იგი საავადმყოფოში 2 ივნისს რესპირატორული დაავადებით გადაიყვანეს. მუჰამედ ალი მსოფლიოში პირველი მოკრივე იყო, რომელიც  მძიმე წონით კატეგორიაში სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, 1964, 1974 და 1978 წლებში.

ალი აქტიური სპორტიდან 1981 წელს წავიდა.  იგი ოთხჯერ იყო დაქორწინებული და 9 შვილი ჰყავდა. 

კომენტარები