სეტყვა კახეთში

ძლიერმა სეტყვამ კახეთის სოფლები დააზარალა

usatoday

ძლიერმა სეტყვამ კახეთის  სოფლები დააზარალა. ყვარლის მუნიციპალილტეტის სამ სოფელში, შილდა ალმატი და საბუე, 200 ჰექტარამდე ნარგავები განადგურდა. მოსახლეობის ინფორმაციით, დაისეტყვა ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები და ბოსტნეულის ბაღები. ინტენსიური სეტყვა 15 წუთი გაგრძელდა. სტიქიის ზონაში ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის. 

კომენტარები