დაკარგული მონადირეები

ლაგოდეხის მთებში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ick.ge

სამდღიანი ძებნის შემდეგ ლაგოდეხის მთებში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა გარდაცვლლილი უკვე ჩამოასვენეს და ვინაობის დასადგენა ექსპერტიზა უტარდება. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარი 5 თვის წინ გაუჩინარებული სამი მონადირიდან ერთ-ერთს ეკუთვნის. სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ განახლდა, რაც მთაში სამი დღის წინ ერთ-ერთმა მწყემსმა ცხედარი და მასთან ერთად ზურგჩანთა და იარაღი იპოვა. 

შეგახსენებთ, რომ სოფელ მსხალგორიდან ოთხი მამაკაცი წინა წლის 28 დეკემბერს სანადიროდ მთებში წავიდა. სამი დღის შემდეგ ერთ-ერთმა სოფელში დაბრუნება შეძლო, დანარჩენების პოვნა კი ვერ მოხერხდა.

კომენტარები