სტიქია სიღნაღში

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა სიღნაღის რაიონის სოფლები დააზარალა

0 კომენტარი
ფოტო: signagi,info

სტიქიამ სიღნაღის რაიონის სოფლები დააზარალა. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა სოფელ მაღაროში ნაძვები წააქცია, ბოდბეში კი ვენახები გაანადგურა.

დაზიანებულია ხორბლის ნათესები და სასოფლო-სამეურნეო ნარგავები. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ვენახები სრულად განადგურებულია და სამომავლოდაც აღარ გამოდგება. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ზარალის დამთველელი კომისია ჯერ არ შექმნილა, მიზეზად რთული მეტეოროლოგიური პირობები სახელდება.

"დღეს გვინდა, როგორც კი ამინდი იქნება შევიდეთ ვენახები დავათვალიეროთ. ახლა ფიზიკურად ვერ ჩავალთ იქ ვენახებში ვერ შევალთ."-ამბობს გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მაღაროში გივი შაიშმელაშვილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები