კრიმინალი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ონურ ო. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 64 აბი და 5 აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც 3,69555 გრ მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ონურ ო.-მ ნარკოტიკული საშუალება რამდენიმე პიროვნებას მიჰყიდა, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები