ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ბიძინა ივანიშვილი ხვალ, 7 ივნისს ტელევიზიებს შეხვდება

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხვალ, 7 ივნისს, 12.00-ზე, ათი ტელევიზიის ჟურნალისტებს შეხვდება. ფორმატის შესახებ ინფორმაციას ქართუ ჯგუფის პრესსამსახური ავრცელებს. 

შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის შესავალი სიტყვით დაიწყება. ამის შემდეგ, 10 ტელეარხის წარმომადგენელი რიგრიგობით დასვამს კითხვებს და რესპონდენტი პასუხობს. კითხვების თანმიმდევრობას და რეგლამენტს უზრუნველყოფს მოდერატორი.

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მაქსიმუმ ორ საათს გაგრძელდება. 

კომენტარები