შემოწირულობები

მაისში ყველაზე მეტი შემოწირულობა ოცნებამ და ბურჭულაძის პარტიამ მიიღეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2016 წლის მაისის პარტიების შემოწირულობებს აქვეყნებს.

ყველაზე მეტი თანხა 1 370 745 ლარი "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" აქვს მიღებული, პაატა ბურჭულაძის პარტიას "სახელმწიფო ხალხისათვის" 266 407, ხოლო "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" 113 064 ლარი.

"ახალ პოლიტიკურ ცეტრ - გირჩს" მაისის თვეში 81 295 ლარის ოდენობით აქვს შემოწირულობა მიღებული, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი 54 049.

"თავისუფალმა დემოკრატებმა" მაისში 28 000 ლარი მიიღო, პარტიამ "ბედნიერი საქართველოსთვის" კი 26 732 ლარი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამავე თვეში ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პოლიტიკური საქმიანობა შეაჩერა.

მაისში "რესპუბლიკურ პარტიას" 1060 ლარი აქვს მიღებული, "მემარცხენე ალიანსს" 1000, ხოლო "კონსერვატიულ პარტიას" - 120.

კომენტარები