ალექსანდრე ჯეჯელავა

ალექსანდრე ჯეჯელავა: განათლების სისტემაში რამდენიმე გომბეშოა

ალექსანდრე ჯეჯელავა

განათლების ახლადდანიშნული მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით, განათლების სისტემაში რამდენიმე რთულად გადასაჭრელი საქმე, ე.წ. გომბეშოა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

"ერთ-ერთი ასეთი არის უნივერსიტეტში. არა მხოლოდ თვითმმართველობა, არამედ განათლების სამინისტროც და ყველაფერიც უნდა ევოლუციონირებდეს გარემოსთან ერთად. ჩვენ რომ ავიღოთ 2016 წლის საქართველო და მასში ჩავდგათ 1996 წლის განათლების სამინისტრო, დავიღუპებით.

სტუდენტების მონაწილეობა უნივერსიტეტის მართვაში საკონსტიტუციო ჭეშმარიტებაა. მათ უნდა ჰქონდეთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა უნივერსიტეტის მართვაში. ამ ფორმით უნდა იყოს. თუ უკვე მოვიდა დრო, რომ შემდეგი ფორმა მოვიფიქროთ, ეს არის სწორედ ახლა სამსჯელო",- თქვა ჯეჯელავამ.

"მიირთვით გომბეშო" ალექსანდრე ჯეჯელავას სემინარებიდან ერთ-ერთია, რომელიც გასაკეთებელი საქმეების ეფექტურ შესრულებას ეხება.

კომენტარები