ევრო 2016

ოლანდი: პროფკავშირებს მოვუწოდებ, ევრო 2016-ის პერიოდში გაფიცები შეწყვიტონ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ევრო 2016-ის გახსნის წინ, პროფკავშირებს მოუწოდა, ჩემპიონატის დროს გაფიცვებისგან თავი შეიკავონ.

"ყველას მოვუწოდებ თავიანთი მოვალეობების შესრულებისკენ, ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარება ჩვენი აღებული ვალდებულებაა. ყურადღებით დავაკვირდები მოვლენებს და თუ საჭირო გახდა, შესაბამის ზომებსაც მივიღებთ", - აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა.

შრომითი კანონმდებლობის რეფორმირების გამო საფრანგეთში რამდენიმე თვეა მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ბოლო დღეებია აქციებს პროფკავშირების მხრიდან, მასობრივი გაფიცვებიც დაემატა. გაფიცული მოქალაქეების ნაწილი, ევროპის ჩემპიონატის ჩაშლით იმუქრება.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016 საფრანგეთ-რუმინეთის მატჩით, დღეს 23:00 საათზე გაიხსნება.

კომენტარები