ქრთამის აღება

კასპის გამგეობის თანამშრომელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი, თ. შ. დააკავა.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული კორუფციულ გარიგებაში შევიდა ორ წვევამდელთან, მათგან მოითხოვა და ქრთამის სახით აიღო 800 ლარი.

"სანაცვლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში ერთი მათგანისთვის სამხედრო სამედიცინო კომისიას მიაღებინა დასკვნა სამხედრო სამსახურის გადავადების შესახებ. ხოლო მეორეს შესთავაზა ფსიქიკური პრობლემის ინსცენირება, რაც იქნებოდა სამედიცინო კომისიისთვის საფუძველი გაწვევაზე უარყოფითი დასკვნის გასაცემად. თ. შ.-მ, მისივე თანდასწრებით, წვევამდელს ბასრი საგნით ხელზე მიაყენებინა მრავლობითი ჭრილობა. ბრალდებული დაკავებული იქნა ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით" - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები