შეიარაღებული თავდასხმა

სულ მცირე ოცი ადამიანი ემსხვერპლა ორლანდოს გეი კლუბში მომხდარ თავდასხმას

ორლანდო, შემთხვევის ადგილი
Reuters

ფლორიდის ქალაქ ორლანდოში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი გეი კლუბში გახსნა, რასაც სულ მცირე ოცი ადამიანის სიცოცხლე ემსხევრპლა, ორმოცამდე კი მძიმედ დაშავდა. სპეცოპერაციის შედეგად, პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდიაცია მოახდინა. Reuters-ის ცნობით, FBI თავდასხმას სავარაუდოდ რადიკალურ ისლამს უკავშირებს. 

CBS-ის ცნობით, თავდამსხმელი აშშ-ის მოქალაქე ომარ ს. მატინი იყო. Fox News-ის ცნობით, 29 წლის მატინი თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე ცეცხლსასროლი იარაღით ვარჯიშობდა.

თავდამსხმელმა გეი კლუბ "პულსში" შეჭრის შემდეგ 30 მძევალი აიყვანა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა. პოლიცია კლუბის აღებას სამი საათის მანძილზე ცდილობდა, საბოლოოდ კი კონტროლირებადი აფეთქებით მათ შენობაში შესვლა და თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.


ფოტო: EPA


ფოტო: Reuters


ფოტო: splash


ფოტო: AP

კომენტარები