შეიარაღებული თავდასხმა

მსხვერპლი - 50, ყველაზე სისხლიანი შეიარაღებული თავდასხმა აშშ-ის ისტორიაში

splash

ფლორიდის ქალაქ ორლანდოს გეი კლუბში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა, ამის შესახებ ორლანდოს მერმა ბადი დაიერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მძიმედ დაშავებულთა რაოდენობა კი 50-ს აღწევს. BCC-ის ცნობით, ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი შეიარაღებული თავდასხმაა. Reuters-ის ცნობით, FBI ტერორისტულ თავდასხმას სავარაუდოდ რადიკალურ ისლამს უკავშირებს. 

თავდამსხმელი აშშ-ის მოქალაქე ომარ ს. მატინი იყო. Fox News-ის ცნობით, 29 წლის მატინი თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე ცეცხლსასროლი იარაღით ვარჯიშობდა. 

თავდამსხმელმა გეი კლუბ "პულსში" შეჭრის შემდეგ 30 მძევალი აიყვანა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა. პოლიცია კლუბის აღებას სამი საათის მანძილზე ცდილობდა, საბოლოოდ კი კონტროლირებადი აფეთქებით მათ შენობაში შესვლა და თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.

ორლანდოს მერიამ სისხლის დონაციის საგანგებო კამპანია დაიწყო, რადგანაც დაშავებულთა დიდ ნაწილს მძიმე ჭრილობები აღენიშნება. 

ორლანდო, შემთხვევის ადგილი
ფოტო: Reuters


ფოტო: EPA


ფოტო: Reuters

კომენტარები