პანორამა თბილისი

National Geographic: მოინახულეთ თბილისი, სანამ "პანორამა თბილისი" აშენდება

0 კომენტარი
პანორამა თბილისის ნაწილი - სასტუმრო სოლოლაკი ფოტო: თანაინვესტირების ფონდი

National Geographic იმ ქვეყნების ათეულს ასახელებს, რომლებიც უფრო მეტ საერთაშორისო ვიზიტორს იმსახურებენ. სიაში მეცხრე ადგილზე საქართველო იმყოფება, National Geographic მკითხველს საქართველოს მთის კურორტების, ბათუმის, თბილისისა და კახეთის მონახულებას ურჩევს. 

"რატომ უნდა წახვიდეთ თბილისში ახლავე: ამის მიზეზია ისტორიულ უბანში ახალი ტურისტული კომპლექსების მშენებლობების ტალღა, რომლებიც ესთეტიკურად ქალაქის ისტორიული იერსახიდან ამოვარდნილია. მათ შორისაა მშენებარე კომპლექსი "პანორამა თბილისი" - პროექტი, რომელსაც საქართველოს მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი აშენებს. პროექტი თბილისის ისტორიულ იერსახეს ემუქრება, ამიტომაც გირჩევთ თბილისი მის აშენებამდე მოინახულოთ", - წერია National Geographic-ში.

"პანორამა თბილისის" ფარგლებში თბილისში ხუთი ახალი სასტუმრო შენდება:

1) სოლოლაკის სასტუმრო პანორამა

პანორამა თბილისის ნაწილი - სასტუმრო სოლოლაკი ფოტო: თანაინვესტირების ფონდი

2) სასტუმრო თავისუფლების მოედანზე

ფოტო: თანაინვესტირების ფონდი

3) პირველი სასტუმრო ერეკლეს მოედანზე

ფოტო: თანაინვესტირების ფონდი

4) მეორე სასტუმრო ერეკლეს მოედანზე

ფოტო: თანაინვესტირების ფონდი

5) სასტუმრო ბოტანიკური ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე, "თაბორი რეზორტს" (პროექტი მზად არაა)

National Geographic მკითხველს ასევე ურჩევს, რომ თბილისიდან ორი საათის სავალ მანძილზე, კახეთის რეგიონში გაემგზავროს და იქ არსებული ბუტიკის ტიპის ღვინის სასტუმროები მოინახულოს. 

საქართველოსთან ერთად სიაში მოხვდნენ ტიმორ-ლესტე, ირანი და ნეპალი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

კომენტარები