მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მეხანძრე-მაშველებისათვის სამართლებრივი და სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას გულისხმობს. პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველების ოჯახებს ერთჯერადად გადაეცემათ 100 ათასი ლარი, ხოლო ყოველთვიურად 1000-ლარიანი შემწეობა დაენიშნებათ. პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომა 13 ივნისის ტრაგედიის გახსენებით დაიწყო.
"სიმბოლურია, რომ ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე ჩვენ ვიხილავთ კანონპროექტს, მეხანძრე მაშველებისათვის სამართლებრივი და სოციალური პაკეტის გაუმჯობესების კუთხით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.