ფილიპინების დამოუკიდებლობის დღე

Facebook-მა შემთხვევით გვამცნო, რომ ფილიპინებში ომია

indy100.independent.co.uk

ფილიპინებინების დამოუკიდებლობის 117-ე წლისთავის აღნიშვნას Facebook-იც შეუერთდა. სოციალურმა ქსელმა ფილიპინების დროშა დადო ტექსტით "გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს".

თუმცა, როგორც გაირკვა, Facebook-მა შეცდომით დროშა უკუღმა დადო - წითელი ზემოთ, ნაცვლად ლურჯისა. ცნობისთვის, ფილიპინები დროშას ფერების ასეთი მიმდევრობით მხოლოდ ომის შემთხვევაში იყენებს.

სოციალურმა ქსელმა შეცდომა მას შემდეგ გამოასწორა, რაც მომხმარებლებმა დაწერეს, რომ "არ იცოდნენ, რომ ქვეყანაში ომი დაიწყო".

Facebook-ის წარმომადგენელმა ფილიპინებს ბოდიში მოუხადა.

"შეცდომა შემთხვევით მოგვივიდა, ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ფილიპინელ მომხმარებლებზე და გვინდოდა, რომ მათთვის დამოუკიდებლობის დღე მიგველოცა, თუმცა შეცდომა მოგვივიდა", - განაცხადა სოციალური ქსელის წარმომადგენელმა.

 

კომენტარები