ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ბიძინა ივანიშვილი ბეჭდური მედიის და სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდება

telegraph.co.uk/

ოქროყანაში, ტექნოპარკის შენობაში დღეს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

ბიძინა ივანიშვილი ამჯერად ადგილობრივ, საერთაშორისო ბეჭდურ მედიასა და საინფორმაციო სააგენტოებს შეხვდება. პრესკონფერენცია, რომელსაც 65 მედიის წარმომადგენელი დაესწრება, 12:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერი არ იქნება. ვიდეოგადაღება მედიის წარმომადგენლებსაც არ შეეძლებათ. ქართუ ჯგუფის პრესსამსახურმა ტაბულას უთხრა, რომ ვიდეოჩანაწერს თავად გაავრცელებენ.

კომენტარები