ტერორიზმი

გერმანიის შს მინისტრი: გერმანიაში ტერორისტული საფრთხეების რისკი გაზრდილია

DPA

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხეების რისკი გაზრდილია. მან მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ტომას დე მეზიერის თქმით, გერმანია არა ცალკეული, არამედ ისეთი ტერაქტების სერიისთვის უნდა მოემზადოს, როგორიც პარიზში განხორციელდა.

მინისტრის თქმით, მოსახლეობამ საჭირო შემთხვევაში უნდა ითანამშრომლოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, რათა დროულად აღიკვეთოს მათი ოჯახის წევრების, მეზობლებისა და მეგობრების რადიკალიზაცია.

კომენტარები