ნარკოპოლიტიკა

ნანუაშვილი: რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ჰუმანურით უნდა შეიცვალოს

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა. ნანუაშვილის თქმით, რესურსი მიმართული უნდა იყოს არა დასჯაზე, არამედ რეაბილიტაციაზე.

„ჩვენი მოსაზრებით, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს ჰუმანური ნარკოპოლიტიკით. უფრო მეტი რესურსი უნდა იყოს მიმართული არა დასჯაზე, არამედ რეაბილიტაციაზე და  მკურნალობაზე და, ზოგადად, პოლიტიკა არის მთლიანად შესაცვლელი“, - ამბობს ომბუდსმენი.

თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტის პაატა საბელაშვილის თქმით, „სახალხო დამცველს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ უკანონობასთან დაკავშირებით, რომელიც ნარკოლოგიურ დაწესებულებებში ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოლოგიური შემოწმების დაწესებულებებში ადამიანებს არ აქვთ უფლება, გამოიყენონ სატელეფონო ზარი. ფაქტობრივად, უკანონოდ ხდება მათი თავისუფლების აღკვეთა“.

აღსანიშნავია, რომ გუშინ სახალხო დამცველის აპარტატმა საკონსტიტუციო სასამართლოში ნარკოტიკების მომხმარებლების წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენება გაასაჩივრა.

კომენტარები