ამერიკა-უკრაინა

ამერიკა უკრაინას რეფორმებისთვის 220 მილიონ დოლარს გამოუყოფს

CNN

თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებით, ამერიკა უკრაინას სხვადასხვა რეფორმისთვის 220 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ფინანსურ დახმარებაზე შეთანხმებას ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრემიერმინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა ვაშინგტონში შეხვედრისას მიაღწიეს.

თანხები საბაჟო და სასამართლო სისტემის რეფორმირებას, ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, დეცენტრალიზაციის ზომების გაფართოებასა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ხელშეწყობას მოხმარდება.

"ამ ფინანსური დახმარებით გავაგრძელებთ უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის, ასევე მდგრადი ეკონომიკური ზრდის საფუძვლების გაძლიერებისკენ და ჰუმანიტარული მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

კომენტარები