ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გიგა ბოკერია საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრეს.

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი და გიგა ბოკერია ნამდვილად შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა, მას ინფორმაცია არ აქვს, რა საკითხები განიხილეს.

ეკა მიშველაძის თქმით, ის გაკვირვებულია, თუ რატომ გამოიწვია ინტერესი ამ შეხვედრამ, რადგან პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხშირად ხვდება. 

კომენტარები