მკვლელობა

ბრიტანელი პარლამენტარი ჯო კოქსი, თავდასხმის შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა

AP

გუშინ, დასავლეთ იორკშირში, ბრიტანელი პარლამენტარი ჯო კოქსი ცეცხლსასროლი იარაღით და დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

41 წლის პარლამენტარი, რომელსაც თავდასხმის შედეგად ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, თავდამსხმელმა ადგილზე მიატოვა, თუმცა ცოტა ხანში პოლიციამ ეჭვმიტანილი, 52 წლის მამაკაცი, ტომი ვეირი დააკავა. თავდასხმის შედეგად, დაშავებულია 77 წლის მამაკაციც.

ლეიბორისტული პარტიის წევრი ჯო კოქსი, თემთა პალატის წევრად 2015 წელს აირჩიეს. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა.

კომენტარები