ავტოსაგზაო შემთხვევა

ვაკეში, სამარშრუტო ტაქსის და ცემენტმზიდის შეჯახებისას, ექვსი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ვაკეში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამარშრუტო ტაქსს ცემენტმზიდი შეეჯახა. სხეულის დაზიანებები ექვსმა მგზავრმა მიიღო. ორი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგამ საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები