არჩევნები 2016

ენმ-მ საგარეჯოში მაჟორიტარობის კანდიდატად ზურაბ ჭიაბერაშვილი წარადგინა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ზურაბ ჭიაბერაშვილი მაჟორიტარ კანდატად წარადგინა. ჭიაბერაშვილი კენჭს საგარეჯოს ოლქში იყრის.

"თუ დღეს ვინმე საუბრობს სოფლის პრობლემაზე, გაჭირვებული ოჯახების და სოციალურად დაუცველების პრობლემაზე, პენსიასა და პენსიის ზრდაზე, მათ შორის, ერთ-ერთი ვინც ამას ყოველთვის და ყველგან აკეთებს, არის ზურაბ ჭიაბერაშვილი. ამ ადამიანს ესმის ხალხის გაჭირვება, ამ ადამიანს ესმის ხალხის პრობლემა და ამ ადამიანმა იცის, რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ზურა არის ის ადამიანი, რომელიც აუცილებლად მოახერხებს იმას, რომ ყველა ჩვენი დაპირება შეასრულოს ჩვენს გუნდთან ერთად. მე დარწმუნებული ვარ, თუ ვინმე გამოადგება საგარეჯოს როგორც მაჟორიტარი, ნამდვილად ზურა გამოადგება და გააკეთებს ხალხის საქმეს" - განაცხადა ჭიაბერაშვილის წარდგენისას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

საგარეჯოს მორიტარობის კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით კი, "მოვიდა დრო, რომ ჩვენ ყველამ ერთად, დავასრულოთ ის უძრაობა, რაშიც აღმოვჩნდით ივანიშვილის მმართველობის დროს. ჩვენ ქვეყანა წინ უნდა წავიყვანოთ. 8 ოქტომბერი საქართველოს მომავალი გამარჯვებების დასაწყისია".

კომენტარები