არჩევნები 2016

ენმ-ის სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი იქნება

ლევან ბეჟაშვილი

სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ლევან ბეჟაშვილი იქნება. ბეჟაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ და პარტიის წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ წარადგინეს.

ლევან ბეჟაშვილი პროფესიით იურისტია, 2004 წელს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად ის საპარლამენტო უმცირესობის წევრი და ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილეა.

ბეჟაშვილს ასევე უკავია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და არის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.

კომენტარები