ე.წ კანონიერი ქურდი

ე.წ კანონიერი ქურდი "დათო სვანი" საქართველოში ჩამოვიდა, ის არ დაუკავებიათ

რუსთავი 2

ე.წ კანონიერი ქურდი "დათო სვანი" საქართველოში ჩამოვიდა. დავით გერლიანის ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსთავი 2-მა გადაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტაბულას ზარებს აღარ პასუხობს, ხოლო რუსთავი 2-თან საუბარში არ განმარტავს მიზეზს, რატომ არ დააკავეს  კრიმინალური ავტორიტეტი. 

აღსანიშნავია, რომ როგორც კანონიერი ქურდობა, ისე ქურდული სამყაროს წევრობა საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კანონიერი ქურდობა ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას, ხოლო ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით - 5-დან 8 წლამდე ვადით.

დავით გერლიანის უკრაინიდან დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინ გაავრცელა. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გივი თარგამაძე აღნიშნავს, რომ ე.წ დათო სვანი კანონიერ ქურდად 2014 წელს, თურქეთში აკურთხეს. თარგამაძემ დეპორტაციის პროცესის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.

კომენტარები