დიდი და წმიდა კრება 2016

პატრიარქი ქადაგებაში კრეტის კრებას არ შეეხო, მან სალოტბარო ცენტრი დალოცა

სულთმოფენობის წირვა სამების საკათედრო ტაძარში
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, სულთმოფენობის წირვის დასრულების შემდეგ წარმოთქმულ ქადაგებაში, კუნძულ კრეტაზე მიმდინარე კრებას არ გამოხმაურებია. საქართველოს ეკლესიის პირველიერარქმა ფოლკლორის სალოტბარო ცენტრის მოსწავლეები დალოცა.

იმ დროს, როცა 14-დან 10 მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, კუნძულ კრეტაზე, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მეთაურობით საზეიმო ლიტურგიას აღასრულებდა, სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრების სიმრავლე იყო.

ტაბულას ინფორმირებული წყაროს ინფორმაციით, ეკლესიის ერთიანობის დემონსტრირებისთვის, ეპისკოპოსებს საკათედრო ტაძარში მისვლა საგანგებოდ სთხოვეს. ილია მეორესთან თანამწირველობდნენ ის მრვდელმთავრებიც, რომელთაც 10 ივნისის წმიდა სინოდის სხდომაზე, კრეტის ისტორიულ კრებაზე წასვლას დაუჭირეს მხარი, მაგალითად, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი.

კომენტარები